საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ემოციურ კომენტარს აკეთებს ტვ ,,პირველის“ გადაცემაში ,,პირველები“. ექსპრეზიდენტის მამა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, რომ გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე:
,,ქალბატონო სალომე, თქვენ დღეს შეგიძლიათ შეხვიდეთ ისტორიაში და გახდეთ ისტორიული პიროვნება. გადააბიჯეთ – აღარ ვიცი, ეს შიშია, მორიდება თუ რაღაცის არ პატიება. მოდით გადავაბიჯოთ ამ ცნებას არა და არასოდეს!
მე, როგორც მამა მოგმართავთ, მოგმართავთ მთელი ოჯახის სახელით – ქრისტიანულად მიუდექით ამ საკითხს ქალბატონო სალომე და ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე.
მე მინდა ბატონ ბიძინასაც მივმართო, გარდა პრეზიდენტისა: მოდით, გამოიჩინეთ თქვენი ჰუმანურობა. მე მინახავს თქვენი კადრები, როგორ ეფერებით თქვენ შვილებს, შვილიშვილს. აი ის გრძნობა, რომელიც კადრებში მინახავს გამოხატეთ დღევანდელი სიტუაციის მიმართ და გადავარჩინოთ მიშას ჯანმრთელობა.
მთავარი ახლა მიშას სიცოცხლეა. აქ ლაპარაკია დღეებზე, შეიძლება თვეებზეც არა და ყოველდღიურად მიდის სიკვდილის ქრონიკა“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


