პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფიგზე ასაჯაროვებს ინფორმაციას ქართული კომპანია ,,გერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ ტრანზაქციებს იღებს რუბლში და ამის შემდეგ აკონვერტირებს აშშ დოლარში:
,,რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას და მინდა, უბრალოდ ციტირება მოვახდინო ამ წერილის:
,,უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკების და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე RAO-ს, ამ ასოციაციას პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს, ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან“.
ახლა მოდის ინფორმაცია გამოსავლის შესახებ:
,,გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა – ჩვენი პარტნიორი საქართველოში კომპანია ,,გერა“. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ,,გერას“ შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლებში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში“.
ანუ ,,გერას“ მეშვეობით რუსეთის კომპანია, რომელიც არის სანქცირებული სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ ამ სანქციებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


