spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქართულმა ოცნებამ" პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების...

“ქართულმა ოცნებამ” პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო “სტრატეგია აღმაშენებლის” დასჯა გადაწყვიტა – გიორგი ვაშაძე

საქალაქო სასამართლო განიხილავს „სტარტეგია აღმაშენებლის“ საკითხს, რომელიც 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის ლეგიტიმური და კანონის შესაბამისი აქტივობის განხორციელებისას თბილისის მერიის მხრიდან უსაფუძვლო დაჯარიმებები მოხდა. საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან საპენსიო სესხების ინიციატივაზე მოქალაქეების ხელმოწერის შეგროვებისას გამოწერილ უსაფუძვლო ჯარიმებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს დღევანდელი პროცესი არის გამოცდა სასამართლოსთვის, რადგან მისი გადაწყვეტილება განსაზღვრავს იქნება თუ არა საქმე პოლიტიკური დავალება თუ პარტიის ხელის შეშლა ლეგიტიმურ პროცესში:

როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ დასჯა გადაწყვიტა. 2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენ ვაგროვებდით ხელმოწერებს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რის გამოც ათობით ათასი ლარის ჯარიმა გამოგვიწერა თბილისის მერიამ ამ აბსოლუტურად კონსტიტუციის და კანონის შესაბამის ქმედებასთან მიმართებაში.

დღეს იმართება სასამართლო პროცესი, სადაც 30 000 ლარიან ჯარიმას ჩვენს პარტიაზე განიხილავს მოსამართლე. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ტესტია სასამართლოსთვის, რადგან ვნახავთ არის თუ არა ეს პოლიტიკური დავალება თუ ობიექტურად მოხდება ამის განხილვა, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის ხელის არ შეშლის კუთხით.

მიმაჩნია, რომ პარტიაზე გამოწერილი სანქციები პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი და დემოკრატიის საინააღმდეგო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...