“ნაციონალური მოძრაობასთან” და პარტიის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:
“ომის პარტიას” და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, 90-იანი წლების ომებმა, მათ შორის, სამოქალაქო ომმა – ეს აღარ განმეორდება!
ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი მთავრობა და მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.
“ომის პარტია”, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს, ვინ სად წავა ჩემთვის არაა საინტერესო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, საპარლამენტო დელეგაცია, ბატონი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაშია ჩასული და კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა, ასევე, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებთან მიმართებაში და მწვავედ გააკრიტიკა ოპონენტები, თემით სპეკულირებაში დასდო ბრალი:
“დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი.
რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე.
დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით და პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

