spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაგადავწყვიტე გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და...

გადავწყვიტე გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი (არხის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლებული), ნიკა გვარამია გეგმების შესახებ ამცნობს საზოგადოებას და თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში მხარდაჭერას სთხოვს:

მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბევრ ფიქრს მოყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან.

გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა – მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი – ჩემი გუნდი.

ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ.

ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთადერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. ახლა, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ საკუთარ თავს.

თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის  ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი.

ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს;

ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე;

ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს;

ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ;

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ;

ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე;

ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია;

ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა;

ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს ✌️

ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ 

წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება! ✌️

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების...

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“მიყვარხართ” , “ყველაფერი კარგად იქნება” – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო😣” – ელისო კილაძის შვილი

2 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოკლე განმარტებას აკეთებს...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...