spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიკოკა კაციტაძის ბრიფინგი "მთავარი არხის" ჟურნალისტის ემა გოგოხიას...

კოკა კაციტაძის ბრიფინგი “მთავარი არხის” ჟურნალისტის ემა გოგოხიას და ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ემა გოგოხიას და ოპერატორის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტის ემა გოგოხიას და ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 17 მარტს, ფაქტზე გამოძიება შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა, „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტს და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი, ოპერატორი და სამართალდამცველები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ იქნა სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები, მოხდა მათი დეტალური შესწავლა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ზუგდიდში დაკავებულ იქნა ორივე ბრალდებული.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნავს კოკა კაციტაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...