spot_img
მთავარიანალიტიკა"ოცნება" საქართველოს არა მხოლოდ უახლოესი წლების ეკონომიკურ პერსპეტივას...

“ოცნება” საქართველოს არა მხოლოდ უახლოესი წლების ეკონომიკურ პერსპეტივას უკლავს, არამედ ათწლეულობით აყრის მიწას საქართველოს საერთაშორისო როლსა და ფუნქციას – ხათუნა ლაგაზიძე

ბრიუსელში მიმდინარე აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებს ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და 5-პუნქტიანი პოლიტ-ეკონომიკური შეფასებას აკეთებს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით:

მოკლედ: მშვიდობა და წარმატება ჩვენს მეზობლებს

  1. იწყება მუშაობა დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესზე ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრების აღიარების მიზნით;
  2. იწყება მუშაობა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე;
  3. მოლაპარაკების პროცესიდან გადის მინსკის ჯგუფი თავისი რუსეთით!
  4. და ჩვენთვის ყველაზე საგულისხმო: იქმნება ორმხრივი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყნებს შორის საკომუნიკაციო არტერიების აღდგენაზე იმუშავებს! ბრიუსელი აღფრთოვანებულია შედეგებით და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობისთვის მათი ურთიერთსარგებლიანი ეკონომიკური ინტერესებით გადაჯაჭვისთვის ყველაფერს გააკეთებს – აზერბაიჯანიდან სომხეთზე გავლით საერთაშორისო მნიშვნელობის სატრასპორტო, ტვირთნაკადების გატარებით, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ახალი გზების გაჭრით.
  5. და ამ დროს “ოცნება” საქართველოს არა მხოლოდ უახლოესი წლების ეკონომიკურ პერსპეტივას უკლავს, არამედ ათწლეულობით აყრის მიწას საქართველოს საერთაშორისო როლსა და ფუნქციას და ძირს უთხრის უსაფრთხოების ფუნდამენტს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...