spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია - ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი...

“ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია – ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იზიარებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინის დასჯასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დასჯა არსებობს სამართლიანიც და უსამართლოც. მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებით, საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება:

,,სამწუხაროდ, უკრაინის მიერ მიღებული ზიანი არის უმძიმესი. ის, რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ არის, რა თქმა უნდა, დასჯის აქტი.

ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას.

ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. ყველა თვალსაზრისით, ზიანი იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა – არის ძალიან მძიმე.

ასევე, ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა NATO-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართ.

ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...