spot_img
მთავარიდაპირისპირებავირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია იმ შინაარსით...

ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია იმ შინაარსით შევავსოთ ეკა ბესელია, იგი ყველაფრის ღირსია – ვანო ზარდიაშვილი

თითქმის 4 თვის შემდეგ ისევ იფეთქა დაპირიაპირებამ მმართველი გუნდიდან წასულ და იქ დარჩენილ წევრებს შორის. 4 თვიწ წინ პარლამენტის დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა ზარდიაშვილის ბრალდებას, როცა ბესელიას მიმართა – “ეკა, შენ ხელებს ასდის ფულის სუნი“, საპასუხოდ ეკა ბესელიამ ზონდერად მოიხსენია ოპონენტი.

დაპირისპირება ახალი ბრალდებებით განახლდა – ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას, პარტიის ე.წ. “შიდა სამზარეულოდან”, ინფორმაციის გატანას აბრალებს და ვირთხას უწოდებს:

საზოგადოების შეფასებაა, როდესაც ადამიანს ოჯახიდან, გუნდიდან, რაღაც დახურული წრიდან გააქვს ინფორმაცია, საზოგადოების შეფასება არის ასეთი, რომ მას ეძახიან ვირთხას, ინფორმაციის გამტანს და ა.შ.

გადით ქუჩაში, დაუსვით კითხვები ჩვენს მოქალაქეებს – ასიდან ასივე გიპასუხებთ, რომ თუ ვინმე კორუმპირებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და საჯარო სივრცეში, ეს არის ეკა ბესელია.

ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია იმ შინაარსით შევავსოთ ეკა ბესელია, იგი ყველაფრის ღირსია” – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშვილი აკონკრეტებს ინფორმაციის გაჟონვის “მექანიზმს”:

ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” ხდებოდა ხოლმე, უკვე დადგენილია. ჩემი აზრით უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია

ვანო ზარდიაშვილის აღნიშნულ ეპითეტებზე მწვავე რეაგირებას ახდენს ეკა ბესელია, აღნიშნულის გამო ეთიკის კომისიისთვის გეგმავს მიმართვას:

ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, ან მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს, თუ ამის გაჩერების უნარი აქვს და, როგორც ჩანს, არ აქვთ უნარი, რომ ვიღაცამ უთხრას ამ ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს. ან მეორე ვერსიაა და მეორე მოცემულობაა, როდესაც არსებობს რაღაც ტიპის სტანდარტი და ამ სტანდარტით მსჯელობს იგივე ეთიკის საბჭო, რისთვისაც ის შეიქმნა. ეს ახალი საბჭოა, შეიძლება დიდი ბერკეტები არა აქვს, მაგრამ რარაცა პრეცედენტები უნდა შეიქმნას – რა არ შეიძლება” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან ბესელია კიდევ ერთხელ მიმართავს “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს, რომელთაც ე.წ. კობახიძის გუნდის მხრიდან სერიოზული პრობლემების შექმნას უწინასწარმეტყველებს:

ისე, როგორც კობახიძის თაობაზე ვაფრთხილებდი, ახლა ზარდიაშვილ-ოხანაშვილების თაობაზე ვაფრთხილებ, ეს ადამიანები დაღუპავენ ბიძინა ივანიშვილს. ამ მედროვეებს რომ ვერ აღწევს თავს “ქართული ოცნება”, ამიტომაა მისი დრო დასრულებული, ამიტომ დავემშვიდობე მე მათ” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...