ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ხელები ფულის სუნით” VS ზონდერი: დაპირისპირება ზარდიაშვილსა და ბესელიას შორის

“ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო ღრმავდება. ეკა, შენ ხელებს ასდის ფულის სუნი – ასე მიმართა ეკა ბესელიას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ვანო ზარდიაშვილმა:

“ხელს კი არ ვაფათურებდი, ეკა, შენ ხელებს ასდის ფულის სუნი და ამიტომ ძალიან გთხოვ, ძალიან გთხოვ შეეშვი რა. ოჯახური ბიზნესი თქვენ გქონდათ სასამართლოში. სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლიაა, კარგი რა”.

ბესელიას კითხვაზე “შენი მეუღლე სადაა”, ვანო ზარდიაშვილი პასუხობს:

“ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს 8 წელია, ყველა ეტაპებზე უკეთესი დასკვნით”.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა და იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზონდერი უწოდა თავის პირველ მოადგილეს:

“შენ პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი”.

 

აღნიშნულ სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა პირობა დადო, რომ ეკა ბესელია თუ გავა პარლამენტიდან, თვითონაც დატოვებდა საკანონმდებლო ორგანოს.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული