spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღსაკვეთად, გვსურს სიცხადე...

“საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღსაკვეთად, გვსურს სიცხადე შევიტანოთ არსებულ ვითარებაში” – კონსტანტინე გამსახურდია

წერალი, ფილოლოგი, ისტორიკოსი-ლიტერატურათმცოდნე, გერმანიაში საქართველოს დესპანი კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კოლხური კოშკის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით და მას ცრუ-ინფორმაციას უწოდებს:

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კოლხური კოშკის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ.

მოდის წერილები, ღელავენ ადამიანები. ამ სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღსაკვეთად, გვსურს სიცხადე შევიტანოთ არსებულ ვითარებაში:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კოლხური კოშკის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს არავითარი მშენებლობა. მაღალსართულიანი კორპუსი შენდება არა კოშკის კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე, არამედ რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) 11 ნომერში, რომელიც საკმაო მანძილითაა დაშორებული კოლხური კოშკიდან, და, რომელიც არასოდეს შედიოდა არც კოშკის და არც მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი მესაკუთრეების მფლობელობაში.

ვაქვეყნებ ჩემს მიერ ზემოთხსენებული რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ვიცე-მერის, მუნიციპალიტეტის პრემიერის, ზ. ბიბილეიშვილის ხელმოწერით, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება სიმართლე იმის შესახებ, რომ კოშკსა და მის მეპატრონეებს რჩეულიშვილის 11-თან არაფერი აკავშირებთ და არც არასოდეს აკავშირებდათ. ამავე საბუთიდან იკვეთება, რომ 1997 წელს მანანა არჩვაძეს შესთავაზეს აღნიშნული ტერიტორია, ხოლო მან უარი განაცხადა, ამ მიწის ნაკვეთის მაგივრად, გალის ქუჩაზე მდებარე ორი ახალი მიწის ნაკვეთის მოთხოვნის მოტივით. მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. შესაბამისად, რჩეულიშვილის 11-ის მიწის ნაკვეთი, მ. არჩვაძის უარისა და სანაცვლოდ სხვა მიწის ნაკვეთების მიღების საფუძველზე, კოშკისა და მისი ბინადრების საკუთრებაში არასდროს დაფიქსირებულა.

რისთვისაა გამიზნული ზემოთ აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება და კოლხური კოშკის გულწრფელ მხარდამჭერთა შეცდომაში შეყვანა და პროტესტის გამოწვევა მათში, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი.

პოსტს გიორგი გამსახურდიას ბოლოდროინდელი ტვიტერზე გამოქვეყნებული განაცხადიდან მოყვანილი ციტატით დავასრულებ:

,,მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში, გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.
მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან’’, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...