spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნეიტრალიტეტს არასდროს არ მიიღებს საქართველო იმიტომ, რომ ეს...

“ნეიტრალიტეტს არასდროს არ მიიღებს საქართველო იმიტომ, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა და მეტი არაფერი” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებას და პოზიციას აფიქსირებს რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ კი ეხმაურება მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ, ოპოზიციის არცერთ ინიციატივას არ განიხილავთ:

,,მივმართავ ბატონ მამუკა მდინარაძეს, ანუ ბატონო მამუკა ბატონ ირაკლისთან ერთად, კობახიძესთან ერთად თქვენი პასუხი ეს არის ჩვენს წინადადებაზე – მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, რომელიც შემოგთავაზეთ?! ეს არის თქვენი პასუხი? საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ჩვენს ევროპულ ოჯახში დაჩქარებულ ინტეგრაციას სჭირდება ერთიანობა. ერთიანობა სჭირდება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ.

რა შემოგთავაზეთ? ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტი – პოზიციის და ოპოზიციის, შემოგთავაზეთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა და ამას გვპასუხობთ?! რაც თქვენ გვიპასუხე ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც თქვენ გაქვთ?! ამ ბიუროზე ჩემს მიერ დაყენებული წინადადებების პასუხი ეს ყველაფერია?! ხომ არ შეიძლება, რომ მუდმივად ერთიდაიგივეს იმეორებდეთ ამ ათი წლის მანძილზე და ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის შიგნით ეძებდეთ მტერს.

დღეს, ვინც ქვეყნის შიგნით ეძებს მტერს, ის არის მტერი ამ ქვეყნის. დღეს თქვენ, როცა უარს ამბობთ ერთიანობაზე, საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე თქვენ მტრობით ამით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

დღეს, როდესაც საჭიროა ჩვენი ჩასვლა ბრიუსელში, მე კი მივდივარ ხვალ, თქვენ მითხარით რომ ზეგ მიდიხართ და ცალკე მიდიხართ. ესე არა, ერთიანად, ერთად! ყველა ქართველის სახელით, ჩვენი მოქალაქეების სახელით უნდა ჩავიდეთ და მყარად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში!

თქვენ ამ დროს ისევ გვყოფთ, ისევ გვხლეჩთ, ისევ გინდათ, რომ ჩვენ არაფერი არა ვართ, ისევ გინდათ რომ იარლიყები მოგვაკეროთ და მეც სხვა პარტიად მომნათლოთ, ის პარტია ამად მონათლოთ. როდემდე ხალხნო?

რუსულ აგრესიას შეხედეთ, ათასობით ადამიანი იხოცება. ვინ არის გარანტი, რომ იგივე საქართველოში არ მოხდება. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას გეუბნებით, არანაირ ნაბიჯს არ დგამთ, ამიტომ ის ხელმოწერაც, რომელიც თქვენ ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას, ესეც ფარსია.

დიახ ფარსია, როდესაც შემდგომ იმ სიტყვებით აგრძელებთ, რასაც თქვენ აკეთებთ და არც ერთ შემთხვევაში არ გინდათ ლოგიკური, ნორმალური, ადამიანური სახელმწიფოებრივი პოზიცია გაიზიაროთ. რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად წავიდეთ წინ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები, ჩვენი თანამოქალაქეები ომს, დაძაბულობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა. თქვენ ეს არ გინდათ! თქვენ გინდათ მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნება! აი, ეს არის თქვენი რეალური სახე. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული ვარ.

მე ხვალ მივდივარ ბრიუსელში, მაინც მთელ ევროპას, ვისთანაც შევძლებ ვიტყვი, რომ ჩვენი, ქართველი ხალხის ნება არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება. მე არ ვიცი თქვენ რისთვის დადიხართ, მე არ ვიცი თქვენ რას აკეთებთ იქ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზას არ ავცდეთ.

ბოლოს, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საუბარი, ეს თქვენმა დაქირავებულმა ბოტებმა შემოიტანეს სოც. ქსელებში. თქვენმა დაქირავენულმა ექსპერტებმა, რომლებსაც ყოველ თვეში ხელფასებს უხდით გააძლიერეს გუშინ და დღეს მიხვდით თქვენ, ბატონო მამუკა, ბატონო ირაკლი, ბატონო ირაკლი მეორე, ყველანი მიხვდით, რომ ეს არის ისეთი თემა, ისეთი თემა გახსენით, რომელზეც ძალიან მკაცრ რეაქციას მიიღებდით ქართული საზოგადოებისგან. აი ესე, ყოველთვის მოგიწევთ უკან დახევა. ნეიტრალიტეტს არ გაიგონებს და არ მიიღებს არასდროს საქართველო იმიტომ, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა და მეტი არაფერი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...