spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეის მდგომარეობით საქართველო არის საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი...

“დღეის მდგომარეობით საქართველო არის საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი NATO-თვის” – გიორგი ვოლსკი

ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ ძირითად მოკავშირეებად აღიაროს. აღნიშნულ განცხადებაზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისია ყოფილი პოლიტიკოსების, ექსპერტების და მოქმედი პოლიტიკოსებისგან შედგება, რაც მათი განცხადების სერიოზულობაზე მეტყველებს:

,,ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის მთავრობის ოფიციალური სააგენტო. მასში გაერთიანებული არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქმედი პოლიტიკოსები. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ ამ განცხადების, ამ მიმართვის სერიოზულობაზე.

დღეის მდგომარეობით საქართველო არის საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი NATO-თვის. ეს არა ერთხელ განმტკიცდა უკვე კონკრეტულ ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც, მათ შორის, – პოზიციები საშინაო თუ საგარეო საკითხებზე.

რაც შეეხება საქართველოს ძირითადი მოკავშირის სტატუსს NATO-თვის ეს, რასაკვირველია, არავისთვის ეჭვს არ წარმოადგენს, რომ დღეს მაგალითად, ოპერაციებში მონაწილეობის, საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით არის ის დონე, რომელიც არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში დღესდღეობით არავის არ გააჩნია თუ არა – საქართველოს.

თუმცა ამის ფორმალიზებაზეა საუბარი, რაზეც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი. რამაც კიდევ დამატებითი რესურსი უნდა შეგვძინოს უსაფრთხოების და ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: ჰელსინკის კომისია აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას  მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინას და საქართველოს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან, ამასთან ისინი დგანან რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე, უნდა მიენიჭოთ ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. კომისია ამასთანავე მოუწოდებს, რომ აშშ-მა უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...