spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ღარიბაშვილო, ღალატსაც აქვს საზღვარი, უკრაინა გაიმარჯვებს და...

“ირაკლი ღარიბაშვილო, ღალატსაც აქვს საზღვარი, უკრაინა გაიმარჯვებს და შენ მძიმე პასუხისმგებლობა დაგეკისრება” – ნიკა მელია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ნაცვლად კომერციული ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე:

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არსებობს ყველასათვის ცნობილი საერთაშირისო პლასტიკური ბარათების სისტემები – ვიზა, მასტერქარდი, ამერიკან ექსპრესი და სხვა.

რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით მირი (МИР, MIR).

ორი დღის წინ მოხდა წარმოუდგენელი რამ – ამ რუსულ სისტემაში ჩაერთო ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითიც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული უპრეცენდენტო, უმძიმესი სანქციების გვერდის ავლაში.

ასევე, ეს ქართული კომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადახდო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობისა და ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება.

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად, ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში.

საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისათვის და რუსეთის მხარე დაიკავა.

ყველაფერთან ერთად, საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალური გარემოს ქვეყანაში.

ირაკლი ღარიბაშვილო, ღალატსაც აქვს საზღვარი, უკრაინა გაიმარჯვებს და შენ მძიმე პასუხისმგებლობა დაგეკისრება.

გაიაშვილი ყველაფერში ფულის კეთება არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...