spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს უკრაინელებს" -...

“უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს უკრაინელებს” – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, თუმცა ახლა კარგად არის. ასევე დიდი იმედი აქვს, რომ გაათავისუფლებენ და აქვს უკრაინაში წასვლის სურვილი:

,,როგორც ჩანს კოვიდი გადაიტანა და ახლა კარგად არის, მაგ მხრივ. მსუბუქი ფორმებით ხდება, ეგეთია ბოლო შტამი და უკვე გამოჯანმრთელებულია.

მარხვა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული და ეს ის თემა არაა, რაშიც მე ჩავერევი, ეს პოლიტიკურია, მისი პროტესტის ფორმაა, მაგრამ მარხვაა ახლა და ის  დღეიდან იწყებს მარხვას. 

მთლიანად გადართული არის უკრაინის საკითხზე. შესაბამისად, რაღაც მებრძოლის შინაგანი განწყობა აქვს და ასეთი რაღაც მითხრა, რომ უკრაინელები ძალიან ელოდებიან მის განთავისუფლებას და დიდი იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება. უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს მათ.

საშინელი კატასტროფაა ეს ომი. ჯვარი გვწერია, რომ არ შეგვეხოს, მაგრამ აუცილებლად შეგვეხება. შეიძლება ბომბები არ ჩამოგვიყარონ ქვეყანაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ეკონომიკური კრიზისი, ფსიქოლოგიური წნეხი აუცილებლად შეგვეხება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...