კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური...

“N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი” – “სპეციალური პენიტენციური სამსახური”

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატსა და სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტთან დაკავშირებით:

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით.

ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისათვის: შოთა თუთბერიძემ გუშინ განაცხადა, რომ პენიტენციურ სამსახურში, უწყების თანამშრომლის მხრიდან, მის წინააღმდეგ მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განხორციელდა ფიზიკური ძალადობა:

,,ვაპირებთ, რომ განცხადებით მივმართოთ საგამოძებო უწყებებს. დარწმუნებული იყოს ეს ვაჟბატონი, რომ ყველა ზომას მივმართავ იმისთვის, რომ დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ჩანს როგორ ადამიანებს ეყრდნობა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის რეპრესირების დროს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...