სამშაბათი, მარტი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიკომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ წილების კანონდარღვევით გასხვისების გამო...

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ წილების კანონდარღვევით გასხვისების გამო სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ წილების კანონდარღვევით გასხვისების გამო სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და ნასიბ ჰასანოვისთვის უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 2022 წლის 29 აპრილის ჩათვლით განუსაზღვრა.

გასული წლის ოქტომბერში კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას წილების დაბრუნება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაავალდებულა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

შეგახსენებთ, რომ „კავკასუს ონლაინის“ წილები კანონის გვერდის ავლით ჯერ კიდევ 2019 წელს გასხვისდა და კომუნიკაციების კომისია კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 2019 წლიდან მოითხოვს. „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი“ კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია. 2021 წელს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის დარჩენილი 51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანიას ჯარიმა 30 000 ლარის, 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით კი 90 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, ხოლო 2020 წლის 12 მარტის, 25 ივნისის და 20 აგვისტოს გადაწყვეტილებებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმები, თითო 270 000 ლარის ოდენობით. 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად, ,,კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ 2021 წლის 20 მაისის და 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით სამართალდამრღვევად კიდევ ცნო და წილების დაბრუნებისთვის ვადა განუსაზღვრა, თუმცა კანონის მოთხოვნა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ შესრულებულა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...