spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ...

მიხეილ სააკაშვილი: “ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღია წერილით მიმართავს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს:

ქ-ნო სალომე,
პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში.

მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია, სრულიად უსამართლო ციხისგან, თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში.

თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია.

ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო.

მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო.

ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე „შეწყალების“ საქმეზე გასამართლებული?!

ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?!

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს.

ვიტოვებ იმედს თქვენს სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...