spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი...

“საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, უნდა შეივსოს გახსნილი, პროპორციული სიებით” – ხატია დეკანოიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველ პარტიას მოუწოდებს კომპრომისისკენ და სთავაზობს, რომ მანდატების გაუქმების შემთხვევაში ადგილები შეივსოს პროპორციული სიებით:

,,მესმის მათი შიშის და გარდა ამისა იმ მცდელობის, რომ დაასუსტონ თითქოს ოპოზიცია არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ყველგან იმიტომ, რომ მათ დიახ, აქ და ყველა წარმომადგენლობით ორგანოში და ამის მაგალითია ზუგდიდი, წალენჯიხა, ბათუმი, რუსთავი – ეშინიათ ოპოზიციის გამარჯვების! გარდა ამისა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ,,ქართული ოცნება“, ჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას არის ის, რომ მათ ეშინიათ ნამდვილად საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში, შემდეგ სესიაზე, უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში.

ჩვენ არაერთხელ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ შორის ბატონ ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც აპირებდა საქართველოს პარლამენტში შემოსვლას, არაერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავი ქმედების საგამოძიებო კომისია.

ყველაზე მნიშველოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მანდატები ჩამოართვას ,,ლელოს“ ფრაქციის თავმჯდომარეს ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ხანია ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და ჩვენ, ჩვენი პარტია და ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს პოლიტიკური მართლმსაჯულების გაგრძელებას. ასევე, შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში.

მე მინდა მივმართო ,,ქართულ ოცნებას“: არავითარ შემთხვევაში საქართველოში არა მხოლოდ ამ წარმოამდგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ადგილას/ქალაქში ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას. უფრო მეტიც, ჩვენ უფრო გავძლიერდებით!

დღეს საჯაროდ ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად მინდა მოვუწოდო ,,ქართულ ოცნებას“, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური, წვრილმანი ქურდების, რეალურად მხოლოდ კლეპტოკრატიული რეჟიმის ადგილი არ არის.

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე – გაყალბებული, ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...