spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პენსიონერს მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და ავტომატურად დაიწევს...

“პენსიონერს მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და ავტომატურად დაიწევს სესხის პროცენტი – მარტივი საკითხია” – გიორგი ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და ამჯერად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერი”, კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი, პრემიერს შეახსენებს მისი მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებს:

საპენსიო სესხების საკითხი გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ, მოჭამა დრო ამ საკითხმა. ამ დროს, რაღაც გიენებივით შემოგვასია “ლიბერთი ბანკმა”, ეჭვი გვაქვს, მათთან აფილირებული ადამიანები და აცხადებენ, რომ თურმე მონოპოლია, რომელის ამ ბანკს აქვს, კარგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პენსიონერს მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და ავტომატურად დაიწევს სესხის პროცენტი – მარტივი საკითხია. კომისიაშიც შევედით და დღესაც მზად ვარ, ოღონდ დაინიშნოს კომისიის სხდომა პრემიერთან, მივიდეთ და ავხსნათ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არაა გამოხმაურება, 2 კვირაა ველოდები.

რატომ ვსაუბრობ ამაზე? გულწრფელად მინდა, რომ სამუშაო მოდუსი შევცვალოთ. ხომ არის რაღაც პოლიტიკური თემები, რაშიც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ როცა პრემიერი ამბობს რომ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში არის მზად თანამშრომლობისთვის, მეც და ჩვენი გუნდიც მზად ვართ, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები. როცა უნდა, სადაც უნდა მზად ვარ დაველაპარაკო, გაწერილ გეგმას მივიტან, რასთან მიმართებაშიც შეიძლება არც ჰქონდეთ რაიმე საწინააღმდეო,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის: გიორგი ვაშაძის აქტივობები საპენსიო სესხებთან მიმართებაში და ამ მხრივ იყო როგორც 2020 წელს, ასევე გასულ წელს, როდესაც მონოპოლიების წინააღმდეგ მწვავე პოზიციას აფიქსირებდა:

“თავისუფალი არჩევანის უფლება პენსიონერებს და ძარცვის უფლება ჩამოვართვათ რუხაძეებს ამ ქვეყანაში” – გიორგი ვაშაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...