„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პენსიონრების სესხის პროცენტზე და ლიბერთი ბანკის მონოპოლიზირებულ პრივილეგიებზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასრულდეს პენსიონერების ძარცვა:
,,პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი ,,ქართული ოცნება“ მხარს დაუჭედა პენსიონერების ძარცვის შეჩერებას. სწორედ ამისთვის მომზადებული მქონდა, წინასწარ ვიცოდი, რასაც იზამდნენ, ასეთი წარწერა ,,გაგრძელება მხილების იქნება“.
დღეს ჩვენ ვამხილეთ ბატონი რუხაძე, რომელიც 100 მლნ-ს აკეთებს პენსიონერების ხარჯზე, რომელსაც მფარველობს ეროვნული ბანკი, ჯანდაცვის სამინისტრო და უსამართლოდ მაღალ პროცენტს ახდევინებს ხალხს.
ხვალ რა იქნება?! ვინ არის მასთან ერთად და ამ პროცესში ჩართული, ვინ შოულობს ფულს პენსიონერების ხარჯზე? – აი ამას ვაჩვენებთ. პენსიონერების ძარცვას აუცილებლად შევაჩერებთ.
ასეთ უსამართლო მაღალ პროცენტს არავინ არ იხდის. იმიტომ, რომ რუხაძეს აქვს პენსიონერების ძარცვის მონოპოლია. ეს არის კონკრეტულად 100 მლნ, ასე ძარცვავს ყოველწლიურად.
საკითხი ხომ მარტივია?! კანონში წერია მარტივი რაღაც – თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეს პენსიონერს. შევარცხვინე ის სოციალური მომსახურების საააგენტო, რომელიც გვეუბნება, რომ 200 000 ადამიანს თუ სპეციალური მომსახურება სჭირდება პენსიის აღებაზე, რა ჯდება? – ესეც კი დათვლილი არ არის.
მე პირობას ვაძლევ პენსიონრებს, რომ გვაქვს კიდევ ერთი სხვა გამოსავალი, რომელზეც მომავალში ვილაპარაკებ. ამას აუცილებლად მივაღწევ – უმარტივესი საკითხი: თავისუფალი არჩევანის უფლება პენსიონერებს და ძარცვის უფლება ჩამოვართვათ რუხაძეებს ამ ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


