spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან თავს რაღას იტყუებთ, ან ჩვენ რას გვატყუებთ?!"...

“ან თავს რაღას იტყუებთ, ან ჩვენ რას გვატყუებთ?!” – ნანა ტოხვაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბაღის მასწავლებელთა გადამზადებასა და სახელფასო ზრდაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ, მწვავე შეფასებას აძლევს. ნანა ტოხვაძის თქმით მთავრობის ეს ნაბიჯი მორიგი სტრატეგიული ცრუ ნაბიჯია, რადგან აღნიშნულის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტებს შესაბამისი რესურსები არ გააჩნია:

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას წამოწყებული განათლების რეფორმირების ყველა მცდელობა რომ ჩავარდა, ამაში უკვე დავრწმუნდით. ამასობაში, განათლების ერთიანი სტრატეგიის მორიგი „სამუშაო დოკუმენტი“ „გამოცხვა“, რომლის ფარგლებშიც ადრეულ და სკოლამდელი განათლების სისტემაში 2022-2032 წლებში განსახორციელებელი რეფორმები და ინიციატივებია შეტანილი. ამიტომაც გადავადდა გაურვევლი ვადით 2018 წლის დეკემბერში დასამთავრებელი ბაღების ავტორიზაციის პროცესი.

არათანმიმდევრული და არალოგიკური ნაბიჯები აღარ გვიკვირს, მაგრამ ის კი მაკვირვებს – ან თავს რაღას იტყუებთ, ან ჩვენ რას გვატყუებთ?! ნუთუ ვინმეს დააჯერებთ, რომ ბაღის მასწავლებელთა გადამზადებასა და სახელფასო ზრდაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ?! როგორ, რა რესურსებით? სახელმწიფო აუდიტის დასკვნას მაინც ხომ უნდა გაეცნოს ამ გადაწყვეტილების მიმღები.

ანგარიშში ცხადადაა მითითებული, რომ 2014-2019 წლების ოთხ თვითმმართველ მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი) ბაღების მართვის სისტემაზე დაკვირვებითა და შესწავლით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რადგან არ არსებობდა სათანადო ადამიანური, ინფრასტრუქტურული და ფინანსური რესურსი არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

სამარცხვინოა, რომ მაგალითად ფოთის ბაღებში 2015 წელს ერთ ბავშვზე გაწეული ხარჯი 1.2 ათასი ლარია, რომელიც 2019 წლისთვის 1.3 ათას ლარამდე გაიზარდა და ეს მატება ვერ აღმოჩნდა საკმარისი ვერც ერთი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.

იგივე შეცდომის გაგრძელება და თან ახალ სტრატეგიად ამ ტყუილის გასაღება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას განათლების საკითხებზე”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...