spot_img
მთავარისხვადასხვა2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა...

2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო

2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთა საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.

პოლიტიკის დოკუმენტების პროექტები შემუშავდა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პროექტის (PAR) და  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის: „ინოვაცია ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი სსიპ-ების, ასევე „2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის N304 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით.

პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დამატებით სამინისტრო გეგმავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრების დანიშვნას, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irsd@mes.gov.ge. ამავე ელფოსტაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ პროექტებთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები და შენიშვნები მიმდინარე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

საჯარო კონსულტაციების საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები გადაიხედება და წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად.

იხილეთ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტებისკოლამდელი განათლების განვითარების სამოქმედო გეგმა, ზოგადი განათლების სამოქმედო გეგმაპროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმაუმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამოქმედო გეგმა და ლოგიკური ჩარჩო.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...