spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე - მე...

“გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე – მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას” – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთავაზობს საზოგადოებას:

ის რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. ნებისმიერი, ფბ პოსტის მიხედვით, პეტიციის ხელმოწერის მიხედვით თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის მიხედვით არის სამსახურიდან გაგდებული. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე.

მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:

1. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას;

2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ, შესაბამის ინსტიტუტებში;

3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით);

4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ.

დიდი მადლობა ეკა კიკნაძეს, რომელიც ორგანიზებულად და აქტიურად იბრძვის. მას თანადგომა ჭირდება“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...