spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციატრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ წელსაც განსხვავებული ფორმატით...

ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ წელსაც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება – საპატრიარქოს განმარტებები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა.

ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას.

მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით.

ასევე ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მსურველებს შემოწირულებისა მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.

ახალ 2022 წელს შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.

საქართველოს საპატრიარქო

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...