ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმე ავირჩევდი "ღია სიებით რეგიონულ პროპორციულს" - დავით...

მე ავირჩევდი “ღია სიებით რეგიონულ პროპორციულს” – დავით უსუფაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ, არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი:

შექმნილ ვითარებაში დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშეა დასამაგრებელი ივანიშვილის წინადადება უბარიერო პროპორციულის თაობაზე. ამაზე უკეთესს ვერ მივაღწევთ. მეტიც, ყველა ფაქტორის, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის საჭირო 5 თვისა და სამი 113 ხმიანი კენჭისყრის, გათვალისწინებით ამის მიღწევასაც კი უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

იქნება მომავალი პარლამენტი ფრაგმენტირებული? ეს იქნება საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობის ადეკვატური ასახვა და ხვალინდელი უკეთესობის წინაპირობა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დამფუძნებლი კრების არჩევაზე ვლაპარაკობთ…

რაც შეეხება „საარჩევნო-სისტემურ გემოვნებას“, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ავირჩევდი „ღია სიებით რეგიონულ პროპორციულს“:

ყოველი პარტია ერთ ლიდერიანი ერთი ეროვნული სიის ნაცვლად წარადგენდა ათ რეგიონულ სიას ათი ლიდერით. ყოველი რეგიონის ამომრჩეველი მისთვის სასურველ პარტიულ სიაში შემოხაზავდა მისთვის სასურველ კანდიდატს. თუ პარტია რეგიონში მიიღებდა 3 მანდატის სამყოფ ხმებს, ეს მანდატები გადაეცემოდათ სიაში სხვებზე მეტი ხმების მომტან 3 კანდიდატს და არა პარტიის მიერ პირველ 3 ადგილზე ჩასმულ კანდიდატს. რეგიონებში გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდებოდა ეროვნულ საკომპენსაციო სიებზე რეგიონებიდან მოგროვებული ხმების ნაშთების მიხედვით.

ეს სისტემა გააძლიერებდა ამომრჩევლის პირდაპირ გავლენას პარლამენტის შემადგენლობაზე; შეასუსტებდა პარტიული „ლოკომოტივის“ როლს; დემოკრატიულს და ამომრჩეველზე ორიენტირებულს გახდიდა შიდა პარტიულ ცხოვრებას; პარტიულ სიაში შეყვანილ ყოველ კანდიდატს აიძულებდა თავად ერბინა საკუთარი ხმების მოსაგროვებლად; ყოველ ამომრჩეველს ერთი „თავისი“ რაიონული მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად ეყოლებოდა 10-12 „თავისი“ რეგიონული დეპუტატი პარლამენტში; და ა.შ.
მაგრამ სასურველზე – მერე;

ახლა შესაძლებელი არ გავუშვათ ხელიდან!” – აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...