ორშაბათი, აპრილი 21, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც...

“როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით, აქციაზე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის დაჯარიმებულები, მათ გადაეხდებათ კონპენსაცია – ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო განცხადებას აკეთებს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, სახელმწიფოსგან კონპენსაცია გადაეცემა ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დააკავეს ან დააჯარიმეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის:

,,გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებისთვის უკანონოდ, ფაქტობრივად ყველა აქციაზე აკავებენ და ეს გახადა ,,ქართულმა ოცნებამ“, რეჟიმმა ყოველდღიურ მოვლენად. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უბრალოდ აზრის გამოხატვისთვის აკავებენ აქტივისტებს. მერე ამ აქტივისტების ნაწილს რამდენიმე დღე უწევთ ციხეში გატარება. თუ ციხეში არ უშვებენ, მაშინ აჯარიმებენ ათასობით ლარით.

კარგად იცის საზოგადოებამ, რომ გარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებისა, ,,ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებზე ღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს. დიდ ნაწილს უწევს ამ გამოძიებაზე წლობით სიარული, ციხეში ყოფნა.

ახლა, როცა ჩვენ ბრიფინგს ვატარებთ რამდენიმე ჩვენი თანამებრძოლი არის ციხეში უკანონოდ გამოკეტილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებენ უსამართლობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის აღკვეთილი აქვთ თავისუფლება.

შესაბამისად, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება: როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით – აქციაზე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის იქნენ დაჯარიმებულები – ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და პლიუს ამას, მათ გადაეხდებათ კონპენსაცია. მინიმუმ ეს იქნება ორმაგი, რასაც დღეს ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება იყენებს ადამიანების სადამსჯელოთ.

ასევე, ყველა ადამიანი, ვინც ამ დროის განმავლობაში იყო რეჟიმის მსხვერპლი, აქციაზე უკანონოდ დააკავეს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავდათ ციხეში ან ჰყავთ, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი – ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და რა თქმა უნდა, მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კონპენსაცია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მეორე მხარე, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იღებენ გადაწყვეტილებას. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ – თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...