spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" უნდა გააკეთოს არჩევანი, რა ურჩვენია -...

“ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს არჩევანი, რა ურჩვენია – ნაწილ-ნაწილ დათმოს და დემოკრატიულ პროცესებს შეუწყოს ხელი თუ ერთიანად დაკარგოს ყველაფერი? – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ,,Tv პირველის” ეთერში, გადაცემა ,,დღის ამბებში” პოლიტიკური შეფასებები და განმარტებები გააკეთა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს გააკეთოს არჩევანი ქვეყნის სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის:

,,შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. მართლა გვჭირდება რაღაც საკითხებზე შეთანხმება, თანხმობა. შერიგება, მე მგონი, არა შესაბამისი სიტყვაა იმიტომ, რომ შესარიგებელი რა არის?! – სხვადასხვა საკითხებზე გვაქვს განსხვავებული აზრები და უნდა შევთანხმდეთ.

ბავშვები ხომ არ ვართ?! გაბუტულები კი არ ვართ?! – ყველას ველაპარაკებით.

არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში, რამდენიმე ფუნდამენტური და პრინციპული, რაზეც შეიძლება შეთანხმება.

  • სამართლიანი არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი – ისე მშვიდობა არ იქნება ამ ქვეყანაში;
  • სამართლიანი სასამართლოს არსებობაც;
  • პოლიტიკური დევნის შეჩერება.

ამ სამ საკითხს წამოვწევდი მე წინ. თუ არ იქნება ამის გარანტია შექმნილი ქვეყანაში ,,ქართულ ოცნებას” კი არა, ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება მშვიდობიანად ხელისუფლების ტრანზაქცია, გადაცემა.

,,ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს არჩევანი: რა ურჩევნია – გამწარებული ოპოზიცია, რომელიც კბილებს აღრჭიალებს და ისე უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ დამშვიდებული სიტუაცია, როდესაც რაიმე საფრთხე არ არის?

ეხლა არსებულ რეალობას დავუბრუნდეთ. მე რასაც ვხედავ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით – არ ვიცი რა უნდა. შეიძლება პიარ ნაწილიც იყოს მისი პოზიცია და სამიტზე დემოკრატადაც აღმოჩნდა, მაგრამ მისი იდეა ჩანასახშივე გავანადგუროთ, რომ ეს ცუდია და სალომე ამას ვერ გააკეთებს და ა.შ., მე არ მგონია სწორი.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა პირობების გარეშე. იცით, რომ ,,ქართული ოცნებიდან” არის პირობები – მოინანიოს, სახელი და გვარებს ვეტყვით, წავიდეს,
დაწეროს სააკაშვილმა – ასე არ გამოვა. და მეორე მხრივ – “გორის ჰოსპიტალში მოდი“,  ალბათ, ეგეც არ იქნება სწორი ფორმატი.

მე ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ პროცესი და პროცესი უფრო წინ მიგვიყვანს, ვიდრე დღეს ვართ. მე არა მაქვს ილუზია, რომ რამე გამოვა უცებ და მყისიერად. იმიტომ არა მაქვს, რომ ეხლა ,,ქართული ოცნება” არის ძალაუფლებით ტკბობაში, თანამდებობრივ ხიბლშია და ისეთ სიტუაციაში, როდესაც არანაირ რისკებს ვერ ხედავს. თავიდან, როცა ხელისუფლებაში ხარ, ასეთ სიტუაციაში ხარ, კომპრომისი გგონია ზედმეტ დათმობად და შემდეგ როცა რეალობა დადგება, ის დათმობა არ არის საკმარისი.

ამიტომ ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს არჩევანი, რა ურჩვენია – ნაწილ-ნაწილ დათმოს და დემოკრატიულ პროცესებს შეუწყოს ხელი თუ ერთიანად დაკარგოს ყველაფერი?”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...