სამშაბათი, მარტი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიკომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების...

კომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე – მომხმარებლების ინტერესებზე.

დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს გამართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების მიღება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონით გაცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე მომზადებული აქტის პროექტი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი წერილობითი მოსაზრებები. გარდა ამისა, კომისიის ვებ-გვერდზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც სისტემატიზებულად განთავსდება საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტები, დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები.

საჯარო კონსულტაციების ახალი წესები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე ეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში” მიღებულ რეკომენდაციებს, რომელთა ძირითადი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება იყო. საჯარო კონსულტაციების პროცედურის მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ტელეკომ ოპერატორები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მიერ წარდგენილი არაერთი შენიშვნა და წინადადება კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...