ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ცესკოს წინააღმდეგ დღეს დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება" -...

“ცესკოს წინააღმდეგ დღეს დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება” – ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კომისიის წინააღმდეგ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება:

25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკულპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკოს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა; ცესკოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათისაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...