spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკების ესკიზები წარდგენა

13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები წარდგენა

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.

ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში. დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე. ორშაბათს გახდება ცნობილი,   თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება, ამაზე კომისიის მუშაობის შედეგებს ველოდებით. ჰიპოპოტამ “ბეგის” სკულპტურა თბილისში უკვე მომდევნო წლის 13 ივნისს განთავსდება” – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.

ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...