სამშაბათი, აპრილი 29, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერ არის საკმარისი დრო, ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ, მე...

“ჯერ არის საკმარისი დრო, ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ, მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში დებატები ჩავატაროთ” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია კახი კალაძეს და ნიკა მელიას კიდევ ერთხელ იწვევს დებატებზე, პირისპირ და „ერთი-ერთზე“ – იმედსა თუ მთავარ არხზე და აღნიშნავს, რომ „ეს იქნება თბილისელების პატივისცემა – მივცეთ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“.

მივმართავ ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას – მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე – იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა მივცეთ გააკეთონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ რადგან კახი კალაძეს „სხვა ტელევიზიებში“ მისვლის დისკომფორტი აქვს, ერთი-ერთზე დებატები პარტიული ტელევიზიის – იმედის ეთერში სთავაზობს, ისევე როგორც ნიკანორ მელიას – მთავარ არხზე:

როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახი კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე პარტიულ ტელევიზიაში – იმედის „ტელეკანალზე“ და იმედი მაქვს ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში, ნაციონალური მოძრაობის მთავარ არხზე ერთი-ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები,“ – განაცხადა გახარიამ და დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს არის 13 სექტემბერი – ჯერ არის საკმარისი დრო, ამიტომ, ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ესეთი დებატები ჩავატაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს იქნება თბილისელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა. მივცეთ მათ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ,’’ – მიაჩნია გიორგი გახარიას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!”...

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...