spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუთუ არ გრცხვენიათ?! როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა...

“ნუთუ არ გრცხვენიათ?! როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა მაინც მოიშალეთ ეს თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნების” ლიდერებს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცახადებეს უპასუხისმგებლოს უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არარის:

ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, მძვინვარებს პანდემია. ტრაგედიამ მოიცვა ჩვენი და ჩვენი ახლობლების ოჯახები და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად მეტიდამეტი გარდაცვლილი ადამიანია, ამ ყველაფრის ფონზე კი ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსახლეობას რეალურად ეშინია კოვიდპანდემიის იმიტომ, რომ არ იმართება სისტემა ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. ამ მძიმე ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლიტურად უპასუხისმგებლო.

რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, როდესაც კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ კოვიდპანდემიას. ჩვენს ყველა განცხადებაში ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადების საკითხზე.

რა არის მათი მიზანი?! – მიზანი არის ის, რომ კვლავ აჩვენონ ქვეყანაში ორპოლუსიანობა, ისევ თქვან რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველიც, თქვან რომ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის…

ნუთუ არ გრცხვენიათ?! როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა მაინც მოიშალეთ ეს თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია!

მეგობრებო,როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ტრაგედია?! ტრაგედიაა მთელს ქვეყანაში, სიკვდილის სუნი ტრიალებს ქუჩებში, თქვენ კი ამ ფონზე სიბინძურეს მიმართავთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...