კვირა, აგვისტო 3, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ...

“მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, “ჯარის ქალაქის” – Army City-ის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

ჩვენ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ უკვე 28 კორპუსი არის აშენებული. ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფართომასშტაბიანი პროექტის – “ჯარის ქალაქის” – Army City-ის მშენებლობა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, აქტიურ ფაზაშია.

პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მახათას მთაზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ჯარის ქალაქის” – Army City მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა იქნება.
დღევანდელი მდგომარეობით, 32 საცხოვრებელი კორპუსი მშენებლობის პროცესშია, სადაც ძირითადად მონოლითური სამუშაოები ხორციელდება – ხდება სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი, მიმდინარეობს ბლოკის წყობა, ბინების ერთმანეთისგან გამიჯვნა სამეზობლო ტიხრებითა და შიდა ტიხრებით, ასევე მიმდინარეობს ლითონის დამუშავების სამუშაოები ფასადისთვის. დანარჩენ 7 საცხოვრებელ კორპუსზე კი, სრულდება ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ამხანაგობა. ამხანაგობის მონაწილეები არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები. 2022 წლის ბოლოსთვის სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
„ჯარის ქალაქში“ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

„ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.

„ჯარის ქალაქი”, რომელიც ყველაზე მასშტაბური პროექტია, უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკისა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს!

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...