ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით საპარლამენტო ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ბოიკოტი გამოაცხადა და მთავრობას უნდობლობას უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ:
,,ბოლოდროინდელმა, ბოლო დღეების მოვლენებმა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ახალი ხელისუფლება, რომ ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციებიც კი აღარა ჰყავს!
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, დადასტურდა ის რეალობა, რომ საჭიროა ქვეყანაში ახალი არჩევნები – ვადამდელი არჩევნები, ახალი ხელისუფლება, ახალი პარლამენტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


