ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისემეკის პასუხები ელექტროენერგიის პირობით დარიცხვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვებზე

სემეკის პასუხები ელექტროენერგიის პირობით დარიცხვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვებზე

ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის პირობით დარიცხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვებიდან გამომდინარე, სემეკმა შეადგინა რამდენიმე მაგალითი იმისათვის, რომ მომხმარებლებმა უკვეთ გაიგონ თუ როგორ განიმარტება ამ შემთხვევაში პირობითი დარიცხვა და რა პრინციპით მოხდება დარიცხვის განხორციელება.

🔻მაგალითი 1:
სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 15 ივნისს. მომხმარებელი 15 ივნისიდან – 30 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა ფართში (ობიექტზე, სახლში), რა დროსაც მოიხმარა 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია, ხოლო 30 ივნისს ერთი თვით წავიდა ქალაქგარეთ და, შესაბამისად, ამ პერიოდში აღარ მოიხმარდა ელექტროენერგიას. ამასთანავე, მან არ ისარგებლა სს „თელასისთვის“ 30 ივნისს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებით.
– ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ.
– მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასის“ მიერ მრიცხველის წაკითხვა განხორციელდება 5 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით – 200/20=10. ვინაიდან აღნიშნული 20-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 15 დღის განმავლობაში (15 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენი 5 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*5=50 კილოვატ/საათზე.

🔻მაგალითი 2:
სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 20 ივნისს. მომხმარებელი 20 ივნისიდან 2 ივლისამდე იყო ქალაქგარეთ და არ მოიხმარდა ელექტროენერგიას, შესაბამისად, 30 ივნისს არც მრიცხველის ჩვენება გაუგზავნა კომპანიას ელექტრონულად. მომხმარებელი 3 ივლისს დაბრუნდა სახლში და 6 ივლისამდე მოიხმარა 32 კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
– ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ.
– მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასი“ წაიკითხავს მრიცხველს 2 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით – 0/12=0. შესაბამისად, სს „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ქვითრები გამოიწერება 0 კილოვატ/საათზე.
– იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მაგალითში სს „თელასი“ მრიცხველს წაიკითხავს არა 2 ივლისს, არამედ 6 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით – 32/16=2 კილოვატ/საათს. ვინაიდან აღნიშნული 16-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 10 დღის განმავლობაში (20 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენი 6 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*2=20 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 6*2=12 კილოვატ/საათზე.

🔻მაგალითი 3:
სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 15 ივნისს. მომხმარებელი 15 ივნისიდან – 15 ივლისამდე პერიოდში უწყვეტად იმყოფებოდა ობიექტზე და მოიხმარა 300 კილოვატ/საათი ელექტროენერგია, თუმცა არ ისარგებლა სს „თელასისთვის“ 30 ივნისს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებით.
– ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ.
– მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასის“ მიერ მრიცხველის წაკითხვა განხორციელდება 15 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით – 300/30=10. ვინაიდან აღნიშნული 20-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 15 დღის განმავლობაში (15 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენი 15 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე.

🔻მაგალითი 4:
სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 10 ივნისს. მომხმარებელმა სს „თელასს“ 30 ივნისს ელექტრონულად მიაწოდა მრიცხველის ჩვენება, სადაც ჩანდა, რომ 10 ივნისადან 30 ივნისამდე პერიოდში მან მოიხმარა 100 კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
– ვინაიდან მომხმარებელმა ისარგებლა 30 ივნისს სს „თელასისთვის“ მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნის უფლებით, მოცემულ მაგალითში ქვითარი გამოიწერება სს „თელასის“ მიერ, 100 კილოვატ/საათზე.

 

2 დღის წინ სემეკმა ასევე გაავრცელა განცხადება თბილისის მაცხოვრებლებისთვის თელასისგან გაგზავნილი შეტყობინებების განმარტების მიზნით:

‼️ ქ. თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული წარმოადგენს მომხმარებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
🔻იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.
🔻თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს “თელასისათვის” ან “ენერგო პრო ჯორჯიასათვის”, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება) გადაცემა მათ (მომხმარებელი, მცირე საწარმო) ახალ სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.
🔻თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.
🔻“თელასი” და “ ენერგო პრო ჯორჯია” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემის უფლების მითითებით.
🔻თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, “თელასი” და “ენერგო პეო ჯორჯია” უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;
🔻თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას – “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას.
🔻„თელასთან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ არსებული განწილვადების ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს შემდგომ პერიოდში “თელმიკოს” ან “ეპ ჯორჯია მიწოდებისგან”. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...