spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავისუფალი არჩევანის უფლება პენსიონერებს და ძარცვის უფლება ჩამოვართვათ...

“თავისუფალი არჩევანის უფლება პენსიონერებს და ძარცვის უფლება ჩამოვართვათ რუხაძეებს ამ ქვეყანაში” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პენსიონრების სესხის პროცენტზე და ლიბერთი ბანკის მონოპოლიზირებულ პრივილეგიებზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასრულდეს პენსიონერების ძარცვა:

,,პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი ,,ქართული ოცნება“ მხარს დაუჭედა პენსიონერების ძარცვის შეჩერებას. სწორედ ამისთვის მომზადებული მქონდა, წინასწარ ვიცოდი, რასაც იზამდნენ, ასეთი წარწერა ,,გაგრძელება მხილების იქნება“.

დღეს ჩვენ ვამხილეთ ბატონი რუხაძე, რომელიც 100 მლნ-ს აკეთებს პენსიონერების ხარჯზე, რომელსაც მფარველობს ეროვნული ბანკი, ჯანდაცვის სამინისტრო და უსამართლოდ მაღალ პროცენტს ახდევინებს ხალხს.

ხვალ რა იქნება?! ვინ არის მასთან ერთად და ამ პროცესში ჩართული, ვინ შოულობს ფულს პენსიონერების ხარჯზე? – აი ამას ვაჩვენებთ. პენსიონერების ძარცვას აუცილებლად შევაჩერებთ.

ასეთ უსამართლო მაღალ პროცენტს არავინ არ იხდის. იმიტომ, რომ რუხაძეს აქვს პენსიონერების ძარცვის მონოპოლია. ეს არის კონკრეტულად 100 მლნ, ასე ძარცვავს ყოველწლიურად.

საკითხი ხომ მარტივია?! კანონში წერია მარტივი რაღაც – თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეს პენსიონერს. შევარცხვინე ის სოციალური მომსახურების საააგენტო, რომელიც გვეუბნება, რომ 200 000 ადამიანს თუ სპეციალური მომსახურება სჭირდება პენსიის აღებაზე, რა ჯდება? – ესეც კი დათვლილი არ არის.

მე პირობას ვაძლევ პენსიონრებს, რომ გვაქვს კიდევ ერთი სხვა გამოსავალი, რომელზეც მომავალში ვილაპარაკებ. ამას აუცილებლად მივაღწევ – უმარტივესი საკითხი: თავისუფალი არჩევანის უფლება პენსიონერებს და ძარცვის უფლება ჩამოვართვათ რუხაძეებს ამ ქვეყანაში“, –  აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...