ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა...

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, კიდევ დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში.

სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებაში, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ, ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით – სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ.

ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე.

ამ ეტაპზე, ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ნებართვები სხვადასხვა ეტაპზეა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ნებართვები და მშენებლობაც დაწყებულია. არის შემთხვევები, რომლებიც პროცესშია, კომპანიები მალე მიიღებენ ნებართვებს და მშენებლობაც დაიწყება. დღეს კი, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა.

მინდა სამშენებლო სექტორს მოვუწოდო აქტიურობისკენ. დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, გაეცანით და გამოხატეთ თქვენი ინტერესი.

ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ, მინიმუმ 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 2018 წლიდან დღემდე, ჯამში, 1 289 ოჯახისთვის შეიქმნა შესაძლებლობა იმისა, რომ საცხოვრებელი ბინები მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...