spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე ერთადერთი...

ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე ერთადერთი პოკლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ არის “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – შალვა ნათელაშვილი

,,საქართველოს ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა პარლამენტში შესული ოპოზიცია და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ხალხის სიყვარულისა და ნდობის უღალატო არის ,,ლეიბორისტული პარტია“. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ,,გული არ გაიტეხოთ, ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთვრდება“:

,,ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატია თქვენი ნდობა და სიყვარული, არის ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს.

წარმატებით და აღმავლობით აწყებული პროცესი ივანიშილის რეჟიმის შეცვლისა ,,ლეიბორისტულ“ ოფისში შეწყვიტა გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ-მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა.

სამწუხაროდ, გუშინ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე, მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, რაც ნამდვილად არ არის კარგი. მე მის მრავალ მხარდამჭერთან ერთად უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო გული არ გაიტეხოთ ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება.

ამჯერად ჩვენ ვამზადებთ მიმართვას აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენზე და შესაბამის სპეციალურ უწყებებზე ჩვენი მოკავშირე ქვეყნისა, რათა გაირკვეს – ტრამპის ადმინისტრაციიდან რატომ გაიყიდა საქართველო რუსი ოლიგარქის პუტინის სატელიტ ივანიშილის ინტერესებში და მის გადასარჩენად?! რამაც საფრთხე შეუქმნა არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს მთელს რეგიონში.

ეს საქმე გამოსაძიებელია, გამოსარკვევია და დამნაშავეები დასასჯელია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...