spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ...

“ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს” – გიგი უგულავა

გიორგი გახარია პოლიტიკაში შემოსვლას ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა. მისი აზრით ნეოქოც გახარიაზე ფოკუსის გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ არქიქოცებს:

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გახარიელმა ქალბატონმა დეპუტატმა ტელეკამერას თვალი ჩაუკრა. ამ კადრს გახარიას თვალისჩამკვრელი ცნობილი კადრი მოება. ეტყობოდა რომ ეს ახალი პარტიის ბრენდია, “ფიშკაა”. როგორც სჩანს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს გახარიას მაგარ ტიპად წარმოაჩენს. დღეს ბატონმა ქემოკლიძემ უკანასკნელი ეჭვები გაფანტა, თურმე ოცნების პირობებში პოლიტპატიმრები არ გვყოლია, რომ 20 ივნისს პოლიციას ხალხი შემოეცემა, თურმე სასამართლოც თავისუფალი ყოფილა. ფაქტიურად, მანაც შეფის მსგავსად თვალი ჩაგვიპაჭუნა.

არადა, მართლა ანთროპოლოგიური ქოცი უნდა იყო, რომ ვერც იგრძნო, როცა გახარია ხარ სიტყვა თვალი ლექსიკონიდან უნდა ამოიღო, არათუ თვალის პანჭუნით თავს იწონებდე. მინიმუმ ხომ ქვეყნის 2/3 პირდაპირ შეგაგინებს 20 ივნისის გამო, რაზეც მან პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო ბოლო ბავშვები გახარია-თვალთხარიას მღეროდნენ ქუჩაში. მაგრამ აქ მთავარი სხვაა – ისინი ამას ვერ ვხვდებიან და გულწრფელად მოსწონთ თვალის პაჭუნი. ესაა ქოცობა, აქეთა საქართველოს, აქაური ტკივილის მიმართ, სრული უცხოობა. მარტივად, ესენი ქოცები არიან და არაფერი უნახავთ ქოცობის მიღმა. შეიძლება უფრო ადამიანური სახე აქვთ, მაგრამ ეს არ ცვლის არსს – გახარია და გახარიელები ქოცები არიან.

ამიტომ არარელევანტურია ქექვა დგას თუ არა ივანიშვილი მის უკან. ივანიშვილი ბოღმა კაცია და შეიძლება ახლა გახარია გულძმარვამდე სძულდეს, მით უფრო სძულთ ის ღარიბაშვილ-კობახიძეს. მათი ბრძოლა ბოღმითა და ღვარძლით იქნება სავსე, ოღონდ ეს იქნება ბრძლა ბიძინა-მზის ქვეშ უკეთესი ადგილისთვის.

ამავე დროს ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არაა. ფოკუსის ნეოქოც გახარიაზე გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ არქიქოცებს. სინამდვილეში, გახარია ოცნებისთვის ტროას ცხენია, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს. ნუ ველოდებით გახარიასგან რაღაც დიად აღიარებებეს, მაქსიმუმ რამდენიმე კორუფციული სკანდალი გახეთქოს, ისიც თუ ვინმე მისიანი დაიჭირეს. რომც არსებობდეს ორი პროექტი, ივანიშვილის ძალაუფლება დაეცემა ქართულ ოცნებასთან ერთად. ეს დაცემა იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ ვერანაირი მეორე პროექტი ვერ უშველის. შევხედოთ გახარიას ცივად და გულგრილად. ის ნებსით თუ უნებლიედ ლურსმანს აჭედებს ოცნების პოლიტიკურ კუბოზე. დანარჩენი რეალურ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. იქნება ერთობა – იქნება გამარჯვება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...