შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ...

“აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ნამახვანჰესის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში – გიორგი გახარიასა და ნათია თურნავაზე” – ვარლამ გოლეთიანი

რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მორიგი “რიონის მცველების” საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებასტან დაკავშირებით. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი მოითხოვს, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ ისინი იყვნენ უშუალოდ ჩართულები ნამახვანჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების პროცესში:

,,აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აი ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში, ქუთაისში. როცა გვაბრალებენ, ჩვენ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, ვიყავით მისული 8 ადამიანის შემადგენლობით. თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან.

ამიტომ, აი ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა. თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში.

აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში.

ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა. უბრალოდ რატომ და რისთვის?! სრულიად დაუსაბუთებლად.

ამიტომ ხშირად ხდება აპელირება თითქოს იმის, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს.

არა, მეგობრებო, ასე არ არის. ვინც კი დამნაშავეა, სწორედ ამ ნიშნით უნდა აგოს პასუხი. ვერ შევიკავებთ თავს, თუ ვინმე დღეს რაღაც პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში, ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი არ ვთქვათ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალოს მისი პარტიული მიზნების განხორციელებაში. ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ ჩვენ ხელს ვუშლით ამ პროცესს, პირიქით ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როცა დაეშვება პრეცენდენტი იმისა, რომ დამნაშავეები ბოლოსდაბოლოს დაისჯებიან ამ ქვეყანაში – ეს არის უმნიშვნელოვანესი”, – ვარლამ გოლეთიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...