spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი!"...

“მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი!” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

,,ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით აპირებს, აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები – ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ ბრიფინგზე ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას. ოპოზიციონერი ლიდერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ შეაჩეროს პროცესი და დროულად მოეგოს გონს:

,,მომავალ კვირაში ,,ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 აპრილის, შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა განხორციელდეს საქართველოში.

უფრო მეტიც, მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად.

მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცი ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, ,,ქართული ოცნების“ ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია: დიახაც, ისინიც მიიჩნმევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის და უნდა განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობა ექნება.

მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ,,ქართული ოცნების“ სპიკერს ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია სასამართლოში კლანს: მეგობრებო! გვესმის, რომ თქვენ შეიძლება სურვილი გაქვთ სწრაფად ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ ესე არ გამოვა. ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება. ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღმდეგო.

ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი! ისევე, როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მივმაროთ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს ოპოზიციამ, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც კლანს უნდა, რომ კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი ძალაუფლება სასამართლოში.

ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე, თუ მოგვიწევს, რაღა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძებებითაც. იმედი მაქვს, დროულად გონს მოეგება ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...