spot_img
მთავარიარჩევნები"საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია"...

“საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებას დადებითად აფასებს. პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია:

კანონპროექტი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაც დააფასებს იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული გვაქვს, შევათანხმეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ცესკოს მოადგილეების საკითხი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის, ამიტომ მოხარული ვარ, ზოგადად, რომ ეს “გირჩის” ინიციატივები ამ საკითხში იყო, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

რაც შეეხება არჩევნების შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს, ამიტომ ხელმომწერები საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვებიან:

ჩვენ არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიაში ჩართვას. შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და გაურკვეველია საერთოდ რა ცვლილება შეიძლება მოყვეს ამ საგამოძიებო კომისიის ამა თუ იმ დასკვნას. ჩვენს კოლეგებს თუ აქვთ სურვილი, დამატებითი დრო დახარჯონ, რომ დაამტკიცონ, თუ იყო, ან არ იყო დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ამ ეტაპზე და იმაზე დავხარჯავთ ჩვენს რესურსს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...