spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს...

“მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს დაადებს ვეტოს” – იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ იმყოფებოდა პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” თავმჯდომარე იახო ხვიჩია. შეხვედრის მიზანი იყო დაერწმუნებინა სალომე ზურაბიშვილი, რომ მას ვეტო დაედო პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისთვის:

,,ერთი თემა განვიხილეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

ამ ცვლილების შესახებ მე facebook-ზე ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო. ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი.

გავაცანი ჩემი პოზიცია, ავუხსენი თუ განხორციელებული ცვლილებები რატომ იყო საბჭოთა ცვლილებები, თავისი შინაარსით და რატომ იყო წინააღმდეგობაში ბატონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო.

ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება საათიც არის დარჩენილი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მე მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს დაადებს ვეტოს“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...