ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროს...

“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროს – ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტავს თუ რა განზრახვები აქვს “ქართულ ოცნებას” და რის მიღწევას ცდილობენ ისინი, მისი თქმით სრული ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია გადაწყვეტს კანონპროექტის საკუთარი ვერსიის გატანას:

ძალიან დიდი რისკი და საშიშროება არსებობს იმისა, რომ გარდა დაზარალებულებისა, ამ კანონში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ და ძალადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე. მომავალში თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ისიც კი მოხვდეს ამინისტიაში.

ეს არის სწორედ ის, რის მიღწევასაც “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროს, პირველი – რომ გაიტანოს ამინისტიის თავისი პროექტი და სრულად გაანთავისუფლოს პასუხისმგებლობისგან როგორც სამართალდამცველები, ასევე მაღალი პოლიტიკური პირები და მეორე, რომ მაქსიმალურად დისკრედიტირებული გამოიყვანოს ამ პროცესიდან ოპოზიცია.

როგორც ვუყურებ გარედან ამ ყველაფერს, სრული ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს კანონპროექტის საკუთარი ვერსიის გატანას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...