spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ბრძოლაში აუცილებელია გავიაზროთ სად და როგორ დამარცხებულან...

“ამ ბრძოლაში აუცილებელია გავიაზროთ სად და როგორ დამარცხებულან ავტორიტარული რეჟიმები და რატომ ვერ დამარცხებულან იქ, სადაც “მორალურად მართლად” ყოფნა იყო მასთან ბრძოლის ერთადერთი გზა” – გიორგი მშვენიერაძე

“ავტორიტარიზმის შესაკავებლად მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამ, რაც ხელისუფლებას აიძულებს რაღაც დათმოს” – აღნიშნავს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე:

ავტორიტარიზმის შესაკავებლად მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამ, რაც ხელისუფლებას აიძულებს რაღაც დათმოს. მიშელის შეთანხმება ასეთ შესაძლებლობებს ფაქტია რომ მოიცავს. ამიტომ, მოსაზრებები, რომ მას აზრი არ აქვს, ოცნება მაინც არაფერს შეასრულებს, ამით არაფერი შეიცვლება ან ოცნება დარჩა გამარჯვებული, ვფიქრობ გაზვიადებულია.

ცხადია, არ ვთვლი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია ქვეყანაში დემოკრატიის სწრაფად დამკვიდრება, მაგრამ ის შესაძლოა იყოს ერთი აგური ჩვენთან უკვე ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმის შესაკავებლად, იყოს ამ პროცესში ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ამიტომ, მსგავსი პროცესებისადმი ნიჰილიზმის თესვა არაფრისმომცემია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებული რეალობის შესაცველად საზოგადოებისათვის არსებითი აქამდე ვერაფერი შეგვითავაზებია, გარდა გაბრაზებისა და “მორალურად მართლად” დარჩენისა.

ამ ბრძოლაში აუცილებელია გავიაზროთ, სად და როგორ დამარცხებულან ავტორიტარული რეჟიმები და რატომ ვერ დამარცხებულან იქ, სადაც “მორალურად მართლად” ყოფნა იყო მასთან ბრძოლის ერთადერთი გზა. არც არაორგანიზებული და უგეგმო გაბრაზებაა საკმარისი ამ ყველაფრის მისაღწევად. სამწუხაროდ, სავსეა მსოფლიო “მორალურად მართალი” დევნილებითა და ძალაუფლების მეპატრონე დიქტატორებითა და ავტორიტარებით,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მშვენიერაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...