კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"თეა წულუკიანმა რაც მოუწოდა თეატრს ეს იყო სწორი,...

“თეა წულუკიანმა რაც მოუწოდა თეატრს ეს იყო სწორი, თუმცა მას არ ეყო გამბედაობა იმისა, რომ ეთქვა “არა” რობერტ სტურუას გამოხტომებისთვის“ – გიგა ბექაური

დღეს, 17 აპრილს, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს ორგანიზაციებმა ,,გილდიამ“, ,,ქალთა მოძრაობამ“ და ,,გააღვიძე აქტვიზმმა“. მათ მხრადაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, დაგმეს ყველანაირი სახის ძალადობა და მოითხოვეს ამ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება.

საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელი“ ესაუბრა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, რომელთაც კონკრეტული პოზიცია დააფიქსირეს მომხდარ ფაქტთან მიმართებაში:

,,ღევანდელი აქციის მთავარი მიზანი იყო ის, რომ კიდევ ერთხელ გვემხილებინა სისტემა, რომელიც ძალადობას ახალისებს. ადამიანმა მოყვა საკუთარ ტრაგედიაზე და იმის მაგივრად, რომ ადამიანები, რომელთაც ჩვენ ფულს ვუხდით ჩვენივე ხელფასიდან, თქვან რომ ეს ცუდია, პირიქით ახალისებენ ძალადობას თავიანთი განცხადებებით, ვგულისხმობ ელისო ბოლქვაძესა და რობერტ სტურუას. ეს არის სისტემა, რომელიც თავის სხეულში თესავს ძალადობას და ამასვე იმკის. ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილება კულტურის სფეროში – საჯარო პოზიციებზე მყოფმა ადამიანებმა/ გადაწყვეტილების მიმღებებმა მინიმუმ არ უნდა წაახალისონ სიბინძურე. ამ ადამიანების განცხადებების გამო, ხვალ და ზეგ შეიძლება ქალებმა, რომელთაც ასეთი პრობლემები გააჩნია ვეღარ ისაუბრონ ამაზე და ათი წელი კი არა, 30 წელიც დასჭირდეთ ამის სათქმელად. ჩვენი პოზიცია ასეთია- ან ბოდიში მოიხადონ/ დატოვონ თანამდებობები ან კულტურის მინისტრმა ითავოს ეს და გაათავისუფლოს სამსახურიდან ისინი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ ბესო ზანგურს არ ვეხებით, მასზე დაწყებულია გამოძიება, თან მოხსნილია ყველა როლიდან, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ და არა თეატრის. ეს არ იყო მათი სურვილი, ამას არასდროს გააკეთებდნენ, თუმცა ვინაიდან ეს კულტურის მინისტრმა თქვა, ასეც გააკეთეს. თეა წულუკიანმა რაც მოუწოდა თეატრს ეს იყო სწორი, თუმცა მას არ ეყო ამ ეტაპზე გამბედაობა იმისა, რომ ეთქვა “არა” რობერტ სტურუას გამოხტომებისთვის, მაგრამ იმედი მაქვს რომ იგი ამ საკითხზე აზრს შეიცვლის. რაც შეეხება რობერტ სტურუას ცინიკურ გამოხმაურებას- ის ახალისებს ძალადობასა და არათანაბარ მოპყრობას ქალების მიმართ,“ – აცხადებს გიგა ბექაური, ,,გილდიას დამფუძნებელი.

,,ოდესაც სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან მოდის ასეთი დისკრიმინაციული და წამქეზებლური განცხადებები, ვალდებულია მოიხადოს ბოდიში, ვგულისხმობ რობერტ სტურუას ან საერთოდ გადადგეს თანამდებობიდან. ვინაიდან პირი, რომელიც არის სამხატვრო ხელმძღვანელი და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე თეატრში და აკეთებს დისკრიმინაციულ განცხადებებს, ბუნებრივია ის იქ არ უნდა მუშაობდეს, რადგანაც იგი ვერ შექმნის უსაფრთხო და თანასწორ გარემოს ქალებისთვის. გარდა ამისა დემოკრატიულად უნდა აირჩეს სამხატვრო ხელმძღვანელი და მას ,,ვიღაც“ არ უნდა ნიშნავდეს. ასევე უნდა განისაზღვროს ვადები, თუ რამდენჯერ შეიძლება ადამიანის არჩევა ამ პოზიციაზე,“ – აღნიშნა ,,გილდიას“ აქტივისტმა მარიამ ალიხანაშვილმა.

აქციას გამოეხმაურნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები და ჟურნალისტებთან, მათ შორის, საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუებში თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პოზიციისგან:

,,ე დღეს მოვედი რუსთაველის თეატრში, მქონდა რეპეტიცია, გამოვედი იმიტომ, რომ აქციაა ჩვენს წინ. ვიკითხე რა ხდება, რატომაა აქციაო, დამხვდა მილიონი აზრი – ერთნი ამბობენ ,,წავიდეს რობერტ სტურუაო“, თან უშვერი სიტყვებით, მეორე იძახის – ,,არა ძალადობასო“, ამ დროს ყველა იმას ვამბობთ, რომ “არა ძალადობას”, “არა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს”, “არა ბულინგს”, მაგრამ ამ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ? რატომ იმართება რუსთაველის თეატრთან აქცია? როდესაც უკვე თეატრის მხრიდან ამ ფაქტს მოჰყვა რეაგირება – მოხსნეს ეს ადამიანი როლებიდან. მეტი რა უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრის მხრიდან?!“ – აცხადებს მსახიობი ლევან ხურცია.

 

,,ს განცხადება, რომ მხოლოდ კულტურის მინისტრის განცხადების შემდეგ მოხდა ბესო ზანგურის მიმართ რეაგირება, არ არის ეს სიმართლე, ვინაიდან თეატრი არის იურიდიული სტრუქტურა, მას ჰყავს თავისი იურისტი, მან უნდა გაიაროს ყველა ნაბიჯი, რომ არ დაარღვიოს კანონი. უბრალოდ ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება დაემთხვა ამას, ხოლო თეატრიდან ამ ადამიანს ვერ გაუშვებენ, ერთადერთი შეიძლება სპექტაკლებიდან ჩახსნა, რაც გააკეთა და ამაზე დიდი დასჯა მსახიობისთვის არაფერი არ არსებობს”, – განაცხადა მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 12 აპრილს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ზე გასულ გადაცემა ,,ფარულ კონვერტს”, რომელშიც მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ფიზიკურად ძალადობდა და ამას ხშირი ხასიათი ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც იგი ფეხმძიმედ იყო.

აქციის ორგანიზატორებმა წამოაყენეს კონკრეტული მოთხოვნები:

,,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.

ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.

მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.

მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება...

“სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – ელისო კილაძე

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...

“მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "მას შემდეგ...

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...