spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვსურს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს...

“გვსურს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს” – კელი დეგნანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.
პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სულ მოღალატეებშია ბატონი ბიძინა”

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...