spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა მაჭუტაძე - გიორგი ვაშაძემ პოლიტიკურ სივრცეში შემოიტანა...

ნიკა მაჭუტაძე – გიორგი ვაშაძემ პოლიტიკურ სივრცეში შემოიტანა მნიშვნელოვანი მცნებები და ღირებულებები

პოლიტიკური ორგანიზაცია “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე, “ახალი საქართველოს” ყრილობაზე გამოსვლისას ხაზს უსვამს გიორგი ვაშაძისა და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის როლს ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნავს, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერმა პოლიტიკურ სივრცეში შემოიტანა მნიშვნელოვანი მცნებები – სიტყვის ძალა და ლოგოსის ძალა.

ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ერთი რამ – რა არის ახალი საქართველო, როგორც ჩვენი ერად ყოფნის და მოქალაქეებად ყოფნის საერთო სახლი, ერთიანი სივრცე და ოჯახი. ახალი საქართველო არის ის საქართველო, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს და ამ ტრადიციებს აგრძელებს, რომელიც თავის ქვეყანაში ამკვიდრებს ევროპული დემოკრატიის პრინციპებსა და მექანიზმებს, ამკვიდრებს კანონსა და სამართალს, ის საქართველო, რომლის სახელმწიფოც არის ხალხისთვის და სადაც ეს ყველა ძალა არის ერთობაში.

სახელმწიფოებრივი სივრცისათვის ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ორგანიზაცია, იმდენად, რამდენადაც ჩვენ საქმე გვაქვს მოდერნიზებული, ახალი შინაარსით აღსავსე მოძრაობასთან. ეს ყველაფერი გულისხმობს თანამედროვე, ევროპული შინაარსების შემოტანას იმ დამყაყებულ სივრცეში, იმ უღირებულო სივრცეში, რასაც ეს ე.წ. ქართული ანტიპოლიტიკა ჰქვია.

გიორგი ვაშაძემ, თავისი ახალგაზრდული ენერგიით, იმ ენერგიით რომელიც ახლა წალეკვით ემუქრება ივანიშვილის რეჟიმს, შემოიტანა ეს ღირებულებები და ცნებები.

ჩვენ, გიორგი ვაშაძეს და ამ პოლიტიკურ მოძრაობას, მადლობა უნდა ვუთხრათ უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ ამ შინაარსით დაცლილ პოლიტიკურ სივრცეში ეს მცნებები შემოიტანა, შემოიტანა სიტყვის ძალა და ლოგოსის ძალა, ის რაც ასე ძალიან გვაკლია და რის დეფიციტსად ასე განვიცდით“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...