spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების...

“გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება” – ირაკლი იმნაიშვილი

გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, თოქ-შოუ “ღამის კურიერში” მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ “მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი და “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როგორც შემდგომ “ლელო”-ს ლიდერმა აღნიშნა, გადაცემაში დებატები არ იყო დაგეგმილი, ამის თაობაზე არ იყო შეთანხმება, შესაბამისად მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა სტუდიაში ალექსანდრე ელისაშვილის შესვლა და მომხდართან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. ფაქტს თოქ-შოუ “ღამის კურიერის” სახელით ეხმიანება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი:

რუსთავი 2-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ”ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ “ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.
ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. რუსთავი 2-ის ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე.

სამწუხაროდ იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გააქრონ რუსთავი 2 და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.

პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და “გაეროს განვითარების ფონდის” მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს,” – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...